Friday, October 24, 2008

ვინ ვარ მე

ნათია ხაიკაშვილი, დავიბადე 1973 წლის 13 ივნისს, ყაზბეგში. 1990 წელს დავამთავრე დაბა ყაზბეგის საშუალო სკოლა და ჩავაბარე თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე. 1995 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ( I საჯარო სკოლა) სპარსული ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამჟამად ვარ მე-12-1 კლასის დამრიგებელი.

მე და ,,ჩემი ანგელოზები''

1. პროექტის სახელი: მე და ,,ჩემი ანგელოზები"
2. პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაცია ჩემსა და ჩემი სადამრიგებლო კლასის - ,,ჩემი ანგელოზების'' შესახებ
3. პროექტის სრული აღწერა:
ა) ყველაფერი ასე დაიწყო...
ბ) ურთიერთშეფასების მძიმე წლები
გ) პატარა შვილობილების პატარა პრობლემები
დ) დიდი პრობლემები
ე) ყველაფერი კარგადაა
ვ) ჩვენ მეგობრები ვართ
ზ) My Angels : )
4. მონაწილეთა ასაკი:თინეიჯერული
5. ვადები/ხანგრძლივობა:სასწ/წლის დამთავრებამდე, 5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მონაწილეობის მიღება, ინფორმაციის მოწოდება, ფაქტების შეხსენება, კრიტიკული შეფასება, თანამონაწილეობა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ინფორმაცია ჩვენს შესახებ; სამახსოვრო; სახელმძღვანელო დამწყები დამრიგებლებისათვის : )
8. სასარგებლო სხვებისთვის: დამრიგებლის როლი; მეგობრობაში ასაკი და სტატუსი იშლება (მაგრამ პატივისცემა აქტუალობას არ კარგავს)
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სიამოვნებით მივიღებთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს
11.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნათია ხაიკაშვილი
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
natiakh.73@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://khaikashvili.blogspot.com

ექსკურსია- დავით გარეჯი

2008 წლის 19 ოქტომბერს წავედით ექსკურსიაზე დავით გარეჯში. წავაბრძანეთ ხატი და შევწირეთ მონასტერს.